კახა კალაძე აქციებზე პიროტექნიკისა და ნიღბების აკრძალვაზე - აღნიშნული კანონი მოქმედებს ყველა ევროპულ ქვეყანაში, ახალს არაფერს ვიგონებთ

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, კანონი, რომელიც მოქალაქეებს აქციებზე პიროტექნიკისა და ნიღბების გამოყენებას უკრძალავს, ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს და საქართველოს პარლამენტი სწორედ ამ კანონმდებლობის გადმოტანას გეგმავს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, თავისი პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს და ამისთვის სახის დამალვა საჭირო არ არის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ ევროპულ ქვეყანაშია ამ ტიპის კანონი. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც ნიღბიანი ადამიანების მხრიდან ხდებოდა სამართალდარღვევა და ეს იყო ძალიან მძიმე, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით დაწყებული, მძიმე საგნებსა და სიტყვიერ დაპირისპირებაზე აღარ ვსაუბრობ, რადგან უფრო მძიმე კონკრეტული ფაქტები იყო. შენ როცა მიდიხარ რაღაცის გასაპროტესტებლად, თუ სახეს იმალავ და ნიღბით მიდიხარ, გამოდის, რომ წინასწარ უკვე დაგეგმილი გაქვს რაღაც ცუდი ქმედებები. შეიძლება, მე მქონდეს განსხვავებული მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ეს გავაპროტესტო მშვიდობიანად. რა არის ამაში ცუდი ან რატომაა პრობლემა? ყველას ერთი მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვერ გვექნება.

შეიძლება იყოს განსხვავებული აზრი და ყველას უნდა გვქონდეს მისი მიმღებლობა, ცივილურად, ნორმალურად, როგორც ეს დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებშია. აღნიშნული კანონი, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი, ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაშია. ჩვენ რაღაც ახალს და განსხვავებულს არაფერს ვიგონებთ. შეგიძლიათ ნახოთ, აღნიშნული კანონები როგორ მოქმედებს სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში. იმავეს გადმოტანა ხდება საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია