ლევან მგალობლიშვილი - ჩვენი მიზანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია და საგანმანათლებლო კავშირები ჰქონდეთ

ჩვენი მიზანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია და საგანმანათლებლო კავშირები ჰქონდეთ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომისა და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, დროებით დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და საგანმანათლებლო პროცესების აქტიური ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.

„განათლება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ მომავალ თაობებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი განათლების მიღების პროცესში“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს