ელენე ხოშტარია - კახა კალაძე განასახიერებს რუსული რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე ცინიკურ, ამორალურ სახეს და ქვეყანაში ანიტიდასავლურობის სიმბოლოა

კახა კალაძე განასახიერებს ამ რუსული რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე ცინიკურ, ამორალურ სახეს და ამ ქვეყანაში ანიტიდასავლურობის სიმბოლოა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ საჯარო მოხელეთა უმრავლესობა წინააღმდეგია იმის, რაც ქვეყანაში ხდება.

„საქართველოში არ არსებობს საჯარო უწყება, დაწესებულება, რომელიც არ არის პოლიტიზირებული. ყველა ინსტიტუტი არის მიტაცებული. შესაბამისად, ყველგან უნდა გაიმართოს აქციები. ჩვენ გვქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე დღის წინ აქცია, დღეს აქ [მერიასთან] მოვედით.

კახა კალაძე განასახიერებს რუსული რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე ცინიკურ, ამორალურ სახეს და ამ ქვეყანაში ანიტიდასავლურობის სიმბოლოა, რაც გასაპროტესტებელია.

მინდა მივმართო ყველა საჯარო მოხელეს, რომ მე აბსოლუტურად, დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა წინააღმდეგია, რაც ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ შორის გამყოფი ხაზები არ უნდა იყოს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ინფორმაციისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და მათი მხარდამჭერების აქცია თბილისის მერიასთან ამ დროისთვის დასრულებულია.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს