სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საფრთხისშემცველი მაფინის ფორმების მოძიება დაიწყო

იტალიური წარმოების მაფინის ქაღალდის საცხობი ფორმების გამოყენება არაა რეკომენდებული - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე თქმით, ინვენტარის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეფასებულია როგორც პოტენციური საფრთხე.

„სურსათის ეროვნულ სააგენტოში ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით შემოვიდა შეტყობინება იტალიური წარმოების (Novacart S.p.A.) მაფინის ქაღალდის საცხობი ფორმებიდან ნაჯერი არომატული ამინების საკვებ პროდუქტებში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა გერმანიის კომპეტენტური ორგანოს მიერ. სურსათთან შეხებისას აღნიშნული ნივთიერების შემცველი ინვენტარის გამოყენება არ არის რეკომენდებული და ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეფასებულია როგორც პოტენციური საფრთხე, გააჩნია კანცეროგენური და მუტაგენური მოქმედება.

შეტყობინებაზე თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, მაფინის საცხობი ფორმების (Lot 24A04339) შესყიდვა საქართველოში განხორციელდა მიმდინარე წლის ივლისში, შპს „შვიდის“ მიერ (ს/კ:211371638, მისამართი: ქ.თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა №59).

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულის თაობაზე აცნობა ბიზნესოპერატორს და დაავალა შეტყობინებაში მითითებული მაფინის ქაღალდის საცხობი ფორმების რეალიზაციიდან ამოღება ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.

აღნიშნულ პროცესებზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური ახორციელებს. დოკუმენტაციის თანახმად, იტალიური წარმოების (Novacart S.p.A.) მაფინის ქაღალდის საცხობი ფორმების შესყიდვა განხორციელდა ასევე გერმანიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, ისრაელის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, შვედეთისა და თურქეთის მიერ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა