თბილისში დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე საპროტესტო მსვლელობები რუსთაველის გამზირზე გაერთიანდა

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები უკვე მე-16 დღეა, ყოველდღიურად გამოდიან და მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

პარლამენტთან შეიკრიბილი არიან სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ადამიანები, რომლებიც დღეს მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის რამდენიმე წერტილში იყვნენ შეკრებილები და მსვლელობით მივიდნენ რუსთაველის გამზირზე.

დედაქალაქშო პროტესტი და მსვლელობები დილიდან მიმდინარეობს. მოქალქეები სხვადასხვა ლოკაზიაცე იკრიბებოდნენ, მათ გადაკეტილი ჰქონდათ გზები.

უფრო კონკრეტულად, დღის განმავლობაში სხავდასხვა ადგილას აქციებს მართავდნენ IT, HR, ტრენერები, ფინანსური სფეროს წარმომადგენლები, მარკეტერები, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები; ფსიქოლოგები, იურისტები, მუსიკოსები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის, გადაკეტილია.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა