კახა კალაძე - უმძიმესია საერთოდ სიძულვილი და მით უფრო სიძულვილი ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ, ამის დამანგრეველი შედეგები საბჭოთა წარსულიდან ვიცით

უმძიმესია საერთოდ სიძულვილი და მით უფრო სიძულვილი ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ. ამის დამანგრეველი შედეგები ვიცით საბჭოთა წარსულიდან, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე აქციის მონაწილეებსა და ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარ შალვა კეკელიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.

როგორც კალაძემ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, შალვა კეკელია გამორჩეული სასულიერო პირია, რომელიც მართლაც თავდაუზოგავად ემსახურება ეკლესიასა და მრევლს.

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მომხდარ ფაქტს, როდესაც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა ლანძღეს სასულიერო პირები, განსაკუთრებით მამა შალვას მიაყენეს შეურაცხყოფა, ეძახეს მას მოღალატე და აღარ ჩამოვთვლი კიდევ რა სიტყვებით მიმართეს.

მამა შალვას პატრიოტიზმში, მის სიყვარულში ქვეყნისა და მრევლის მიმართ, ეჭვი არავის ეპარება. იგი გამორჩეული სასულიერო პირია, რომელიც მართლაც თავდაუზოგავად ემსახურება ეკლესიას და მრევლს.

ზოგადად, უმძიმესია საერთოდ სიძულვილი და მით უფრო სიძულვილი ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ. ამის დამანგრეველი შედეგები ვიცით საბჭოთა წარსულიდან.

ასე რომ მეგობრებო, დღეს ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც ვხედავთ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მხოლოდ ერთობით, მხოლოდ ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯებით, მხოლოდ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დავძლიოთ ეს გამოწვევები”, - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია