კახა კალაძე - რადიკალურმა ოპოზიციამ ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა - საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს მოვუწოდებთ დაიშალონ, ვერ მივცემთ რუსთაველზე წამოსვლის საშუალებას

ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ მათ, ვინც ნაძვის ხის საზეომო გახსნაზე მოდიოდა და რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, დაიშალონ. მათ არ მივცემთ საშუალებას წამოვიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხისა და საახალწლო ილუმინაციების ანთებასთან დაკავშირებულ საკითხზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს.

„როგორც მოგეხსნებათ, დღეს 19:00 საათისთვის დავაანონსეთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება. ეს არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც პირველ რიგში ეკუთვნის ჩვენს პატარებს, ბავშვებს, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი უკადრებელი იკადრა და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა.

რუსთაველის გამზირზე, შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის, შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ პროვოკაციებთან მიმართულებით მოვისმინეთ განცხადებები, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ მათ, ვინც ნაძვის ხის საზეომო გახსნაზე მოდიოდა და რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, მათ არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და მინდა მათ დაშლისკენ მოვუწოდო.

ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია, ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყვეს. ამ ყველაფრის გადაწყვეტილებით, მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემს.

დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო