ფოთში, აქციის მონაწილეებმა ქალაქის შესასვლელთან გადაინაცვლეს და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს

ფოთში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ქალაქის შესასვლელთან გადაინაცვლეს და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ვერასოდეს შეეგუებიან იმას, რასაც ქვეყანაში „ ქართული ოცნება“ ახორციელებს.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი პროტესტი პერმანენტულად, როგორც სხვა ქალაქებში, გრძელდება. დღეს გადავწყვიტეთ გადაგვეკეტა ცენტრალური მაგისტრალი, რაც მოვახერხეთ რამდენიმე წუთით, მაგრამ პოლიციამ ძალა გამოიყენა და დაგვშალა ნაწილობრივ. ახლა ნაწილობრივ გვაქვს გადაკეტილი გზა. გავაგრძელებთ პროტესტს და ვერ შევეგუებით ვერასოდეს, რასაც არალეგიტიმური ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება" ახორციელებს ამ ქვეყანაში,“- განაცხადა აქციის მონაწილე ლაშა ბერაიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს