გივი მიქანაძე ესტონეთის სანქციაზე - ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ამავდროულად არის მორიგი უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციითაც, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

გივი მიქანაძე სამარცხვინოს უწოდებს მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მიერ გამოხატული მხარდაჭერის იგნორირებას მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათთვის მოქმედი ხელისუფლება მისაღები არ არის.

„ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ამავდროულად ეს არის მორიგი უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს არის ხალხის ნების უპატივცემლობა და 1 120 000 ამომრჩევლის მიერ გამოხატული მხარდაჭერის იგნორირება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათთვის არ არის მისაღები ის ხელისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე მეცხრედ ზედიზედ ირჩევს. ესტონეთის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი მეგობრობა არც სიტყვებით და მით იმეტეს, საქმითაც არ გამოიხატება რეალურ მეგობრობაში და ისინი არიან ორიენტირებული კონფრონტაციაზე და ადგილობრივ დონეზე გარკვეულწილად სიტუაციის რადიკალიზაციაზე“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნას ინფორმაციით, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

„ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა კრიმინალურია და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირებისა და ქმედებებისკენ“, - წერს ცაჰკნა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია