კახა კალაძე - არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სანქციები, ყველაფერი შეიცვლება, დალაგდება, იქნება განსხვავებული მსოფლიო და ევროპა, ისეთი ევროპა დაბრუნდება, რაც გვინდა, რომ დაბრუნდეს - დღეს არის უსამართლობის სრული პიკი

საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სანქციები, ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება, იქნება განსხვავებული მსოფლიო, ევროპა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ესტონეთის მიერ საქართველოს 14 თანამდებობის პირისთვის და მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ მედიასთან განაცხადა, ყველაფერი დასრულდება 20 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაში და საქართველოშიც.

„ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში. კარგად ვხედავთ თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს, თუმცა ყველაფერი დასრულდება. 20 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და, რა თქმა უნდა, საქართველოში.

სანქციები საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება, იქნება განსხვავებული მსოფლიო, ევროპა. ისეთი ევროპა, როგორც ჩვენ ქართველებს წარმოგვიდგენია და ქართველების უმეტესობა მიისწრაფვის, ისეთი ევროპა დაბრუნდება, რაც გვინდა, რომ დაბრუნდეს.

დღეს, რაც ხდება ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. დღეს არის უსამართლობის სრული პიკი, უსამართლობის კადრების სრული პიკი, თეთრზე გვიმტკიცებენ შავია და აქვთ მცდელობა თვალებში ნაცრის შეყრის. ეს ყველაფერი დასრულდება და დაბრუნდება ისეთი სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის“,- განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია