არჩილ გორდულაძე - საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა, მარტივი სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად

საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით სახელმწიფო სამსახური და საჯარო სამსახური ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე – ქართულად და ამასთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელება „ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად“.

"საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა.

სიცრუის გამავრცელებლები რატომ მალავენ, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით სახელმწიფო სამსახური და საჯარო სამსახური ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე – ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზურად.

დეპარტამენტის უფროსი როგორ დაინიშნება თუ ქართული არ იცის? როგორ შეძლებს საქმე აწარმოოს?

ამ მარტივი სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად. საჯარო მოხელისთვის სახელმწიფო ენის მოთხოვნის გაუქმება ისეთივე მართალია, როგორც 300 000 ხმის გაყალბება და ევროპული კურსიდან გადახვევა", - წერს არჩილ გორდულაძე.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა