სლოვაკეთის პრეზიდენტი - ჯანსაღი აზრის მქონე ადამიანებს შორის ალბათ არავის სჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება უკრაინის ნაწილობრივი ტერიტორიული დანაკარგების გარეშე

სლოვაკეთის პრეზიდენტის, პიტერ პელეგრინის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ კომპრომისით, მათ შორის ტერიტორიული დანაკარგებითაა შესაძლებელი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პიტერ პელეგრინმა ადგილობრივ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას დათმობაზე წასვლა მოუწევს.

„როდესაც საუბარია მშვიდობაზე, მიმაჩნია, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ. დღეს, ევროპაში ჯანსაღი აზრის მქონე ადამიანებს შორის ალბათ, არავის სჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება უკრაინის ნაწილობრივი ტერიტორიული დანაკარგების გარეშე“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები