დიმიტრი სამხარაძე - 2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში - თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი შვილები საქართველოში  გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ! ატყობთ ახლა როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები?

2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ! ატყობთ ახლა როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები? - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი ლიეტუვის მიერ მისთვის სანქციების დაწესებას.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ევროპაში მაშინ ცხოვრობდა, როცა აქციის მონაწილეთა 40% დაბადებულიც არ იყო.

„2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში, დედა იტალიის და მამა ფინეთის მოქალაქეა! ოჯახს ფინეთში 1996 წელს შეძენილი სახლი და აგარაკი გვაქვს და მაინც არ ჩავდივარ! თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ! ორი ვაჟიშვილი სტუდენტი მყავს! ევროპაში მაშინ ვცხოვრობდი, როცა აქციის მონაწილეთა 40% დაბადებულიც არ იყო, ისინი, რომლებმაც არ იციან რას აპროტესტებენ. ლეგალურად ჩავედი და თავიდანვე საბუთი მივიღე, რადგან მამა ფინეთში ცნობილი მუსიკოსი იყო! მოქალაქეობაც შეგნებულად არ ავიღე, შემეძლო ორმაგი, მაგრამ არა! ატყობთ ახლა როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები? P.S. ლიეტუვის საელჩო საქართველოში პასპორტით დიმიტრი სამხარაძე ვარ და არა დიტო! ჩაასწორეთ, რამე გაუგებრობა რომ არ იყოს", - წერს დიმიტრი სამხარაძე.

ცნობისთვის, ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობებმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციები გააფართოვეს და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც დაასანქცირეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას ინფორმაციით, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუსის ბუდრისის თქმით კი, ლიეტუვას მთავრობამ კიდევ 17 პირი დაასანქცირა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს