ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე - განსაკუთრებული არაფერი - ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ, დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა, ესეც გარკვეული ვადის შემდეგ

განსაკუთრებული არაფერი. ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა, ესეც გარკვეული ვადის შემდეგ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და მოსალოდნელ გადაწყვეტილებას ეხებოდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსების პოზიციები შეიცვლება.

„წინასწარ არის დაახლოებით ცნობილი ის, თუ რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული. ამასთან დაკავშირებით გარეთ არის გამოსული ინფორმაცია. განსაკუთრებული არაფერი. ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა, ესეც გარკვეული ვადის შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეც არის უკიდურესად არამეგობრული, ანტიქართული ნაბიჯი. იმედია, რომ საბოლოო ჯამში, შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში, დანარჩენს დაველოდოთ.

რაც შეეხება ესტონეთისა და ლიეტუვას გადაწყვეტილებებს, ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ. ამ ფონზე, განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები. ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებაზე. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი არის სამწუხარო. მიუღებელია ის, რომ ეს ორი სახელმწიფო მოქმედებს არა საკუთარი ხალხების ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე დაკვეთებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს