დიმიტრი ხუნდაძე სანქციებზე - ამ პროვოკაციას საქართველო ღირსეულად უპასუხებს, გაითვალისწინებს ისტორიულ ხალხთა შორის მეგობრობას და არ მოიქცევა ისე, როგორც ესტონეთისა და ლიეტუვის ქვეყნების ხელისუფლება იმსახურებს

„გლობალური ომის პარტიის“ მორჩილ ქვეყანათა შორის ყველაზე მორჩილებმა ყველას დაასწრეს, აიღეს ხელში დავალება და გააჟღერეს - გამოიტანეს აბსოლუტურად პროვოკაციული გადაწყვეტილება, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ესტონეთისა და ლიეტუვის ხელისუფლების მიერ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესება.

მისი თქმით, „ამ პროვოკაციას საქართველო ღირსეულად უპასუხებს, გაითვალისწინებს ისტორიულ ხალხთა შორის მეგობრობას და არ მოიქცევა ისე, როგორც ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება იმსახურებს“.

„გლობალური ომის პარტიის“ მორჩილ ქვეყანათა შორის ყველაზე მორჩილებმა ყველას დაასწრეს, აიღეს ხელში დავალება და გააჟღერეს. სამწუხაროდ, ეს არის ბალტიისპირეთის ორი ქვეყანა, რომელიც ისტორიულად საქართველოსთან მეგობრობს. გამოიტანეს აბსოლუტურად პროვოკაციული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამ პროვოკაციას საქართველო ღირსეულად უპასუხებს, გაითვალისწინებს ისტორიულ ხალხთა შორის მეგობრობას და არ მოიქცევა ისე, როგორც ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება იმსახურებს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობებმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციები გააფართოვეს და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც დაასანქცირეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას ინფორმაციით, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუსის ბუდრისის თქმით კი, ლიეტუვას მთავრობამ კიდევ 17 პირი დაასანქცირა.

მოგვიანებით ამ გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ორივე სახელმწიფოსთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს