„სამოქალაქო იდეა“ - საგანგაშოა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ის ნაწილები, სადაც საუბარია რუსეთთან საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე - მაღალმთიან ადგილებზე პუნქტებზე ზამთრის თვეებში პერსონალი რთული პირობების გამო ვერ მუშაობს

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - „კონტრტერორიზმის

საკითხებში 2023 წლის საქმიანობის შეჯამება“ ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანზიაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 16 დეკემბერს გამოაქვეყნა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე „კონტრტერორიზმის საკითხებში 2023 წლის საქმიანობის შეჯამება“. სუს-ის განცხადების მიხედვით, ამ სფეროში ქართული მხარის საქმიანობა შეფასდა, როგორც პროდუქტიული და მრავალმხრივ ეფექტური.

„სამოქალაქო იდეის“ განცხადებით, სუს-ს გამორჩა საზოგადოებისთვის ეცნობებინა იმ სერიოზული პრობლემებისა და ხარვეზების შესახებ, რომელზეც ამ ანგარიშშია საუბარი, განსაკუთრებით რუსეთთან საზღვრის მონაკვეთზე. ასევე, არ აღუნიშნავს ის ფაქტი, რომ მხოლოდ აშშ-სთან და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით და მათი დახმარებით არის შესაძლებელი ამ პრობლემების გამოსწორება და ქვეყნის საზღვრების ეფექტური დაცვა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანგარიში 2023 წლის საქმიანობის შეჯამებას შეეხება და არაფერი აქვს საერთო ქვეყანაში 2024 წლის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისთან ან სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზიასთან.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მიერ წარმატებით შესრულებული ცალკეული ამოცანების პარალელურად, ხაზი გაუსვა ქვეყნის საზღვრებზე რესურსების ნაკლებობას, რომელთა აღმოსაფხვრელად დახმარებისთვის საქართველომ სწორედ აშშ-ს მიმართა.

პრობლემები, რომელიც 2023 წლის ანგარიშშია ასახული ფუნდამენტური ხასიათისაა, საზღვრების ეფექტურ კონტროლს ეხება და პარტნიორების მხარდაჭერასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. კერძოდ,

აეროპორტებისათვის თვალის სკანერები;

საპატრულო ნავებისთვის ძრავები;

სწრაფი რეაგირების ჯგუფებისთვის განკუთვნილი სპეციალური აღჭურვილობა.

ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს საზღვრების 10 ფორპოსტის სავალალო მდგომარეობა, რომლის პერსონალს უმძიმესი სამუშაო და საცხოვრებელი პირობები აქვთ.

განსაკუთრებით საგანგაშოა ანგარიშის ის ნაწილები, სადაც საუბარია რუსეთთან საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე. მაღალმთიან ადგილებზე არსებულ სასაზღვრო პუნქტებზე ზამთრის თვეების განმავლობაში პერსონალი რთული პირობების გამო ვერ მუშაობს. შესაბამისად, აღნიშნული სექციების მონიტორინგისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პატრულირებისთვის დაბლობში არსებულ პოსტებს იყენებს და ეყრდნობა მხოლოდ დაზვერვის მონაცემებს.

ანგარიშის მიხედვით, იგეგმება ახალი ფორპოსტების შექმნა, რომლებიც სასაზღვრო პოლიციის ოპერაციულ შესაძლებლობებს მთელი წლის განმავლობაში საგრძნობლად გააუმჯობესებს, რაც აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია