აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან შუადღის ეთერის დათმობას ითხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა ტელევიზიასთან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მსვლელობით გადმოინაცვლეს.

აქციის მონაწილეებს აქვთ ბანერები წარწერით: „თქვენი სტუდია - „არა“, ხალხის ეთერი“. „ფაქტია და არა პოზიცია, რომ დაკავებულია 500-მდე მომიტინგე, ნაცემია 300-ზე მეტი“.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა გააჟღერა.

ზაუტაშვილის თქმით, მათი მოთხოვნაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შუადღის მთლიანი ეთერი დაეთმოს საზოგადოებას და მიმდინარე პროცესები უფრო ფართოდ გაშუქდეს.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ შუადღის მთლიანი ეთერი დაეთმოს საზოგადოებას, მითუმეტეს ამ სიტუაციაში. აღდგეს "რეალური სივრცის" მაუწყებლობა.

ჩვენ ეს ინფორმაცია არხის მენეჯმენტს მივაწოდეთ როგორც წერილობით, ასევე პირადი შეხვედრის დროს და ველოდებით პასუხს. იმედი გვაქვს, რომ ამ პასუხის შემდეგ ეს ყველაფერი განხორციელდება. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთვის, რადგან ვთვლით, რომ ჩვენი და თქვენი პრობლემები არის საერთო“, - განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა