12 ქვეყანა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გეგმავს

გაერთიანებულნი ვართ საერთო გადაწყვეტილებაში, გადავდგათ შემდგომი კოორდინირებული ნაბიჯები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მოშლისა და შეკავებისთვის, მის მიერ წარმოქმნილ რისკებთან დასაპირისპირებლად, ერთად ვიმუშაოთ უკანონო ოპერაციების თავიდან ასაცილებლად და რუსეთის ხარჯების გაზრდის მიზნით, - ამის შესახებ 12 ევროპული ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ჩრდილოვანი ფლოტი საფრთხეს უქმნის გარემოს, საზღვაო უსაფრთხოებას და საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობას, ასევე საერთაშორისო საზღვაო კანონსა და სტანდარტებს.

„ის ასევე მუშაობს ჩვენი სანქციების გვერდის ავლასა და მათი გავლენის შერბილებაზე. მონაწილე სახელმწიფოების მიერ შეგროვებული ინფორმაცია, მათ შორის იმ გემებთან დაკავშირებით, რომლებიც გადაწყვეტენ არ უპასუხონ მოთხოვნებს, შეფასდება და დამუშავდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს და მათ ხელის შემწყობებს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ანგარიშვალდებული გავხადოთ ისინი, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებული ქმედებებით იმ რისკებისთვის, რასაც წარმოადგენენ და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უწევენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს