კახა კალაძე - მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს - ვფიქრობ, კარგად არიან ნავარჯიშევი, რადგან მარტივი არ არის ერთ საათში ერთ, მეორე და მესამე აქციაზე მიხვიდე!

მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს - ვფიქრობ, ამ ყველაფერში კარგად არიან ნავარჯიშევი, რადგან მარტივი არ არის ერთი საათის განმავლობაში ერთ, მეორე და მესამე აქციაზე მიხვიდე! საინტერესო პროცესებია! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა.

კალაძემ აქვე აღნიშნა, რომ პოზიციების მშვიდობიან ფორმაში გამოხატვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

კალაძე იმასაც ამბობს, რომ “არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა ყველა რესურსი გამოიყენა, თუმცა ქვეყანაში “ნაცმაიდანი“ არ შედგა“.

“რაც შეეხება საფრთხეებს, წინა წლებიც რომ გავიხსენოთ, რევოლუციის მოწყობის რამდენი მცდელობა იყო. ხან ჟურნალისტები გვიწყობდნენ რევოლუციას, ხან არასამთავრობოები, ე.წ. რადიკალური დაჯგუფებები. ახლა უკვე ყველაფერი გააერთიანეს. ისინი არჩევნებში დამარცხდნენ და ძალიან მწარედ მიიღეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მათ უთხრა - არა, რადგან ქვეყანაში ბოროტება, უსამართლობა, სისხლისღვრა არასდროს დაბრუნდება და წარსულში დარჩება. ამაზე გაბოროტებულებმა ყველა რესურსი გამოიყენეს, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებიც კი ჩართეს, მაგრამ ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ არ შედგა, სახელმწიფო გადატრიალების, სისხლისღვრის და დაპირისპირების მოწყობის შესაძლებლობას არავის მივცემთ.

გადახედეთ წინა წლებში რამდენჯერ იყო რევოლუციის მოწყობის მცდელობა, მაგრამ ახლა ყველა ძალა გააერთიანეს და ვნახეთ, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025