მიხაილ როთი - პირველად არ ხდება, რომ სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ავტორიტარული რეჟიმების კეთილგანწყობა მოიპოვეს - საქართველოსთვის სოლიდარობის ფართო კოალიცია გვჭირდება, მოქმედების დროა

ახლა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის სოლიდარობის ფართო კოალიცია გვჭირდება. მოქმედების დროა! - ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ინფორმაციას უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობას “ქართული ოცნების” წარმომადგენლების წინააღმდეგ ევროკავშირის დონეზე სანქციების შემოღებაზე.

“პირველად არ ხდება, რომ სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ავტორიტარული რეჟიმების კეთილგანწყობა მოიპოვეს და ევროკავშირში როგორც რუსეთის მარიონეტებმა იმოქმედეს. ახლა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის სოლიდარობის ფართო კოალიცია გვჭირდება. მოქმედების დროა!”,-წერს როთი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო