სემეკმა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესრულებაზე დადებითი შეფასება მიიღო

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია“, - ამის შესახებ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო ორგანიზაციის “TÜV NORD CERT GMBH“-ის მიერ ჩატარებულ გარე საერთაშორისო აუდიტის დასკვნაშია აღნიშნულია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი (სემეკს) პირველად 2020 წელს მიენიჭა, ხოლო განახლებული სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო 3 წლის ვადით. საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, კომისია ხარისხის მართვის მაკონტროლებელ აუდიტს ყოველწლიურად ატარებს.

(სემეკის) საქმიანობის ხარისხის მართვის შესახებ მომზადებულ დასკვნაში საერთაშორისო აუდიტორების მიერ ყურადღება გამახვილებულია კომისიის მენეჯმენტის სისტემის ეფექტიანობაზე, მენეჯმენტის მაღალ კვალიფიკაციაზე, მართვის სტანდარტების დოკუმენტაციასა და ელექტრონული რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე.

ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის უნივერსალური სტანდარტია, რომლის ძირითადი პრინციპებია მომხმარებელზე ორიენტაცია, მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, პროცესუალური მიდგომების დახვეწა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა