ირაკლი კობახიძე ალენ ბერსესთან შეხვედრაზე - ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა - შევთანხმდით, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის

ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა - შევთანხმდით, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან, ალენ ბერსესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყანას ექნება ალენ ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მისი ვიზიტი. ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე. ბუნებრივია, შევთანხმდით რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, ეს თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდეს. პირადად გენერალური მდივნის როლი განსაკუთრებულია. დარწმუნებულები ვართ, ჩვენს ქვეყანას ექნება ალენ ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას ისაუბრეს „ქართულ ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურთ.

„შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, დახურული იყო. ჩვენ ვესაუბრეთ გენერალურ მდივანს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განვუმარტეთ გადაწყვეტილების მიზეზები. რაც შეეხება რეაქციას, ამაზე მან თავად უნდა ისაუბროს თუ ექნება ამის სურვილი“, - აღნიშნა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს