მამუკა მდინარაძე - გია კობახიძე იმიტომ დაასანქცირეს, რომ 46 წლის წინ შეეძინა შვილი, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა - ფაშისტებს რაც არ მოფიქრებიათ, ის მოიყვანეს რეალიზაციაში ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა

გია კობახიძე იმიტომ [დაასანქცირეს], რომ 46 წლის წინ შეეძინა შვილი, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა - ფაშისტებს რაც არ მოფიქრებიათ, სამწუხაროდ, ის მოიყვანეს რეალიზაციაში ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ პრემიერ-მინისტრის მამის, გია კობახიძის დასანქცირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, სანქციები ზუსტად იმ ქვეყნიდან წამოვიდა, სადაც ყველაზე დაბალია სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობის ხარისხი.

„ფაშისტებს წინა საუკუნის 40-იან წლებშიც კი არ მოფიქრებიათ, რომ მაგალითად, დაესაჯათ მამა იმისთვის, რომ 46 წლის წინ შეეძინა შვილი, რომელიც შემდეგ გახდა პრემიერ-მინისტრი. ასეთი რამ ფაშისტებს არ მოფიქრებიათ. ან, თავისი აზრის გამოხატვისთვის დაესაჯათ ადამიანი. მაგალითად, გოგა ხაინდრავა რატომ არის დასანქცირებული ვერ გაიგო ვერავინ. ან ზვიად შალამბერიძე რა შუაშია?! ჩვენ კარგი, ვიღაცები ვერ გვიტანენ. განსაკუთრებით იმ ქვეყნებს დაავალეს, სადაც სუვერენიტეტი არის განულებული მათი ამჟამინდელი მმართველების, ამჟამინდელი ხელისუფლებების გამო. სადაც ყველაზე დაბალია სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობის ხარისხი, ზუსტად იმ ქვეყნიდან წამოვიდა სანქციები. ჩემზე და სხვებზე გასაგებია. არ მოვწონვართ, რაღაცებს გვაბრალებენ, მაგრამ პირობითად, გოგა ხაინდრავა [დასანქცირდა] აზრის გამოხატვის გამო. გია კობახიძე იმიტომ, რომ 46 წლის წინ შვილი შეეძინა, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა. ფაშისტებს რაც არ მოფიქრებიათ, სამწუხაროდ, ის რეალიზებაში მოიყვანეს ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა