შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი მშობლები საპროტესტო მსვლელობას გამართავენ

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი მშობლები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

მათი შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერება ქვეყანას წარსულში დააბრუნებს.

ასევე, მათივე თქმით, შშმ პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის სერვისები, რომელთა უდიდესი ნაწილი დასავლური დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდება.

მათი თქმით, შეკრების შემდეგ ისინი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

მათი მოთხოვნებია: გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები, ქვეყანაში ახალი, ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს და განახლდეს ევროინტეგრაციის პროცესი.

ადგილზე აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე ბანერები, წარწერებით - "ჩვენი ადგილი ევროპულ საქართველოშია", "ევროპა უცხო ქვეყანაში კი არა, საქართველოში მინდა!", "ევროპის გარეშე იზოლაცია გარდაუვალია", "შენ ართმევ ჩემს შვილს მომავალს".

ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 21 დღეა მიმდინარეობს.

ასევე, დღის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტო მსვლელობაც არის დაგეგმილი.

აქციათა ციკლის მოთხოვნები უცვლელია - აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებსა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს