შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

მათ გაშლილი აქვთ ბანერი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები ევროპული მომავლისთვის“. ასევე მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერებით - „ჩვენი ადგილი ევროპულ საქართველოშია“, „ევროპა უცხო ქვეყანაში კი არა, საქართველოში მინდა!“ „ევროპის გარეშე იზოლაცია გარდაუვალია“, „შენ ართმევ ჩემს შვილს მომავალს“.

ადგილზე აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ევროპა მათი შვილებისთვის ინტეგრირებულ და შესაძლებლობებით სავსე გარემოს ქმნის, განსაკუთრებით კი შშმ პირებისთვის.

მათივე თქმით, შშმ პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის სერვისები, რომელთა უდიდესი ნაწილი დასავლური დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები, ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და განახლდეს ევროინტეგრაციის პროცესი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს