„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია - COGNIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია COGNIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების - American International Accreditation Protocol - ის აღიარებას ითვალისწინებს.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ცნობით, COGNIA-ს მიზანია საქართველოში საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების მიწოდების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად, COGNIA-მ შექმნა და ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგადი განათლების სამივე საფეხურს.

„მნიშვნელოვანია, რომ COGNIA-ს პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, საქართველოს ტერიტორიაზე გათანაბრებული იქნება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან. აღნიშნული დოკუმენტის მქონე პირისთვის უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები მოქმედებენ საერთო პრინციპებითა და ღირებულებებით, რაც გულისხმობს განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, განათლების ხარისხის უწყვეტ განვითარებას, თანასწორობასა და სასკოლო საზოგადოების უფლებების განუხრელად დაცვას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს