მიხეილ სააკაშვილი - ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში - მაშინ უნდა გაგვეუქმებინა არჩევნები და დიქტატურად გადავქცეულიყავი, ამ როლისთვის მე სრულიად გამოუსადეგარი ვიყავი

ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში - ჩემი არჩევანი თავიდანვე იყო დემოკრატია და დემოკრატიას ახასიათებს ზიგზაგები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2012 წელს ის ყველას აფრთხილებდა თუ რა საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა, ხოლო უფრო მეტი რომ გაეკეთებინა, მაშინ დიქტატორად უნდა გადაქცეულიყო და არჩევნები უნდა გაეუქმებინა.

„„დაიტოვეს“ ჯგუფში ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში. მინდა ამ ადამიანებს ვუპასუხო მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ხალხისთვის ამეხსნა თუ რა საფრთხის წინაშე ვიყავით, ამის იქით მაშინ უნდა გაგვეუქმებინა არჩევნები და მეც დიქტატურად გადავქცეულიყავი და ამ როლისთვის მე სრულიად გამოუსადეგარი ვიყავი.

ჩემი არჩევანი თავიდანვე იყო დემოკრატია და დემოკრატიას ახასიათებს ზიგზაგები.

კიდევ ერთი - ბევრი მადანაშაულებს შეცდომით, რომ მე ჩამოვიყვანე ივანიშვილი.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ივანიშვილი უკვე რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო სოლოლაკში და შევარდნაძემ მას ერთი-ორჯერ სახელმწიფო მინისტრობაც კი შესთავაზა, თუმცა ივანიშვილმა მაშინ უარი თქვა - ეტყობა ჯერ კურატორებისგან ინსტრუქცია არ იყო მიღებული“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს