პიტერ ფიშერი - ბრიუსელში ვაღწევთ შეთანხმებებსა და კომპრომისებს, რომლებიც ეყრდნობა პატიოსნებასა და ნდობას - ეს არის “ევროპული სული”

ბრიუსელში ვაღწევთ შეთანხმებებსა და კომპრომისებს, რომლებიც ეყრდნობა პატიოსნებასა და ნდობას, ეს არის “ევროპული სული“, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ის მადლობას უხდის 5 ქვეყანას - სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთს და რუმინეთს, რომელთაც მისი თქმით, მხარი არ დაუჭირეს სანქციებს.

“ევროკავშირის რაც შეეხება. ბრიუსელში არ მივდივართ ეროვნული ინტერესების დასაცავად. ვაღწევთ შეთანხმებებსა და კომპრომისებს, რომლებიც ეყრდნობა პატიოსნებასა და ნდობას, რაც ღირებულებას ზრდის და სარგებელი მოაქვს ყველა წევრისთვის კოლექტიურად. დადებითი ჯამის თამაში. ეს არის “ევროპული სული”.

P.S. “საზოგადოების შენიშვნები” საუკეთესოა!”, - წერს ფიშერი.

ცნობისთვის, “საზოგადოების შენიშვნები” სოციალური პლატფორმა X-ის ერთ-ერთი ფუნქციაა, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში ემატება გამოქვეყნებულ პოსტებს. კობახიძის განცხადებას დაემატა სწორედ აღნიშნული “სოციალური შენიშვნა”, რომელიც ამბობს: “ეს განცხადება სიცრუეა, რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის მთავრობებმა უარყვეს ეს განცხადებები”.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს