ანა დოლიძე ჰოლანდიის პარლამენტის წევრებთან შეხვედრებს აგრძელებს

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ჰოლანდიის პარლამენტის წევრ, მპანზუ ბამენგას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქზე" აქვეყნებს.

"ვაგრძელებ შეხვედრებს ჰოლანდიაში, ჰოლანდიის პარლამენტის წევრებთან.

დღეს, შევხვდი ჰოლანდიის პარლამენტის წევრ, მპანზუ ბამენგას, რომელიც D66 პარტიას წარმოადგენს.

ჰოლანდია ძალიან დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჰოლანდიის ჩართულობა და დემოკრატიული პროცესებისთვის მხარდაჭერა არის ძალზედ მნიშვნელოვანი.

ამასთანავე, ხაზი გაესვა სანქციებს, პერსონალური სანქციები ,,ქართული ოცნების" ლიდერებზე და მათ სრულწლოვან შვილებზე მნიშვნელოვანია, რათა მათ ვერ ისარგებლონ ევროპული კეთილდღეობით. ასევე, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა” ,- წერს ანა დოლიძე „ფეისბუქზე“.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს