საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმშიც - მოქალაქეები მთავრობის სახლთან არიან შეკრებილი

აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც შეკრებილები აღნიშნავენ, პროტესტი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად იზრდება.

მათივე თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი საფრთხეშია.

“დღეს, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშნებია. დღეს გაყალბებულ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს პროპორცია. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, პროტესტი დღითიდღე იზრდება, ყველა ქალაქში. ადამიანები საჭირო დროს არიან იქ სადაც უნდა იყვნენ. ვცხოვრობ იქ, სადაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს ციხეში სვამენ. ვიბრძოლებთ და პროცესს ვერავინ შეაჩერებს ეს დროის საკითხია, - რეჟიმის ტყვეები დატოვებენ ციხეს. პროტესტი იზრდება, ასე არასდროს ყოფილა”,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს