ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაციას ადასტურებენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.

შეხვედრის დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, მანამდე ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. ასევე, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს. ბერსე ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართავს შეხვედრას.

„დღეს დილით, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდი, შემდეგ ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველი შეხვედრებს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების სრული დღეა“, - დაწერა ალან ბერსემ რამდენიმე საათის წინ პლატფორმა X-ზე.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს