ვედანტ პატელი - მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს - ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს - ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

პატელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 4-5 კვირაში „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“.

"4-5 კვირა დიდი დროა, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 4-5 კვირაში. ამ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი გარკვეული სივრცე და ამის მთავარი არსია ის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მანამდე განაცხადა, ჩვენ დამატებით ქმედებებს ვამზადებთ, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ პირებმა, ვინც, ჩვენი აზრით, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს