გაერთიანებული სამეფო უკრაინას 286 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის

გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის (286 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის, რათა მას რუსეთის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 92 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოხმარდება აღჭურვილობას უკრაინის საზღვაო ფლოტის გასაძლიერებლად, მათ შორის მცირე კატერების, სადაზვერვო დრონების, უეკიპაჟო ხომალდების, საბრძოლო მასალების და ნაღმების საწინააღმდეგო დრონების შეძენას.

68 მილიონი თავდაცვის აღჭურვილობაზე წავა, მათ შორის რადარებზე, სახმელეთო აღჭურვილობასა და დრონების საწინააღმდეგო რადიო-ელექტრონული ომის სისტემებზე, 26 მილიონი უკრაინისთვის ადრე მიწოდებული სისტემების მხარდაჭერასა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას მოხმარდება, 39 მილიონი კი დრონების საწინააღმდეგო 1 000 რადიო-ელექტრონული ომის სისტემის და უკრაინის შეიარაღებული ძალების დამცავი შესაძლებლობების გასაძლიერებლად რესპირატორებისა და აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვაზე წავა.

ბრიტანეთმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით სამხედრო წვრთნებს შესთავაზებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს