გაერო-ში აშშ-ის ელჩი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეასთან და დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი

შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო თანამშრომლობა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი, - ამის შესახებ გაერო-ში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს დღემდე სამხედრო დახმარების 20 000-ზე მეტი კონტეინერი გაუგზავნა.

„ჩვენი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს დღემდე 20 000-ზე მეტი კონტეინერი გაუგზავნა, რომელიც შეიცავდა მინიმუმ 6 მილიონ ჭურვს მძიმე არტილერიისთვის და 100-ზე მეტ ბალისტიკურ რაკეტას. ეს რაკეტები შემდგომში გაუშვეს უკრაინაში, დარტყმა მიაყენეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და დასახლებულ ტერიტორიებს, მათ შორის კიევსა და ზაპოროჟიეს. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა განაგრძობს მზადებას რუსეთში 2024 წლის ბოლოსთვის მეტი რაკეტების გადასატანად“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ჩვენ ასევე აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში იყენებენ ჩრდილოეთ კორეული წარმოშობის 170 მმ-იანი კალიბრის შორ მანძილზე მოქმედ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და 240 მმ-იანი კალიბრის შორ მანძილზე მოქმედ მრავალჯერად სარაკეტო დანადგარებს.

„შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო თანამშრომლობა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ ეს უაზრო, აგრესიული ომი და დაუყოვნებლივ გაიყვანოს მისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან“, - აღნიშნა ელჩმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს