სირიელი ამბოხებულების ლიდერი - სირია მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

სირია მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ სირიელი ამბოხებულების ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

აჰმედ ალ-შარაას განცხადებით, ქვეყანა ომით დაიღალა და სირია, როგორც მეზობლებისთვის, ისე მსოფლიოსთვის, საფრთხეს არ წარმოადგენს.

ამასთან, ალ-შარაამ აღნიშნა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას.

„ახლა, ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, სანქციები უნდა მოიხსნას, რადგან მათი სამიზნე ძველი რეჟიმი იყო. მსხვერპლსა და მჩაგვრელს ერთნაირად ვერ მოექცევი“, - აღნიშნა სირიელი ამბოხებულების ლიდერმა.

მისი თქმით, ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება არ არის და დაჯგუფების ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღება უნდა მოხდეს.

„კონსტიტუციის დაწერის მიზნით იურიდიული ექსპერტების სირიის კომიტეტი შეიქმნება. ისინი გადაწყვეტენ. ნებისმიერ მმართველს ან პრეზიდენტს კანონის დაცვა მოუწევს“, - განაცხადა აჰმედ ალ-შარაამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს