თეონა აქუბარდია - მოლდოვამ მიიღო 2 მლრდ დახმარება, საქართველომ კი, რომელსაც ორჯერ მეტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამო, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა

მოლდოვამ მიიღო 2 მლრდ დახმარება, საქართველომ კი, რომელსაც ორჯერ მეტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამო, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი მიიტაცა.

„გაფართოების ანგარიშში ხაზგასმულია და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას აგრძელებს და ქართველი ხალხისთვის კარი ღიაა, თუმცა არა ივანიშვილისთვის. ის, თუ რა დაკარგა დღეის მოცემულობით, ქვეყანამ ივანიშვილის ავტორიტარული მეთოდების გამოყენების გამო, არის მოლდოვას მაგალითი. მოლდოვამ მიიღო 2 მილიარდი დახმარება იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების თუ ენერგოეფექტურობის კუთხით, რომელიც მას სჭირდება და საქართველომ, რომელსაც ორჯერ მეტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამო, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

21 - დღიანი პროტესტის ფონზე, ქართველი ხალხის მხარდაჭერა გრძელდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით იმას, რომ დღევანდელი განხილვები, გაგრძელდება როგორც დიპლომატიური პასპორტების დასანქცირების კუთხით და იქნება უკვე კონკრეტული პასუხები ამასთან დაკავშირებით. ველოდებით ასევე უშუალოდ სანქციებს, რომელიც არის ასევე პასუხისმგებლობის დაწესება იმ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელმაც ქვეყანა დააშორა დასავლეთს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია