გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ გენერალური მდივანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას აღიარებს

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ გენერალური მდივანი „ქართული ოცნების” ხელისუფლების ლეგიტიმაციას აღიარებს.

მისი შეფასებით, გენერალური მდივანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მკაფიო იქნება და ინტერპრეტაციის საშუალებაც აღარ იქნება”.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სპეკულაციას - არ აღიარება, აღიარება, ხელისუფლების ლეგიტიმაცია, არალეგიტიმაცია, ამას თავად [ალენ ბერსე] დაუსვამს წერტილს და ძალიან მკაფიოდ გაუგზავნის გზავნილს ქართულ საზოგადოებას და ქვეყნის გარეთაც [საზოგადოებას], რომ აქ არავითარი ლეგიტიმაციის ან რაღაცის დახმარების ხელის გაწვდენის, (ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მიმართ), ეს ვიზიტი არ არის და ამას არ ემსახურება. ეს იყო ჩვენი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილიც, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, ამ მიმართულებით, როგორ მუშაობს დე ფაქტო ხელისუფლება და როგორი პროპაგანდაა, რადგან ეს ვიზიტი შედგა, თითქოს ეს ნიშნავს, რომ ლეგიტიმაციის და აღიარების საკითხი დასრულდა, ეს ასე არ არის.

რაც შეეხება მათ ჩართულობას, ბუნებრივია, რომ იმ კუთხით, რაც ეხება სასტიკ დარბევას, ადამიანის უფლების დარღვევას, წამების კომპონენტს და ა.შ. როგორც პოლიტიკურ პირებზე, ასევე აქტივისტებზე და ა.შ. რისი უამრავი ფაქტობრივი მასალა მათ აქვთ, ამიტომ წამების კომიტეტი ჩართულია, მიმართვაც ჩვენი, ოპოზიციის მხრიდანაც იყო. ბუნებრივია, ამ მხრივ მუშაობა გაგრძელდება. როგორც ვიცით, იანვარში კიდევ იქნება მნიშვნელოვანი ვიზიტი. ასევე, სხვა ვიზიტებიც იქნება”, - განაცხადა წერეთელმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს