ანა ბუჩუკური - ჩვენ მოვუწოდეთ ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს, რომ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთონ მათ მანდატთან დაკავშირებით და იმ მიზანთან დაკავშირებითაც, რატომაც არიან დღეს საქართველოში

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს დელეგაციამ წასვლამდე მკაფიო განცხადება გააკეთოს, მისი მანდატის და ჩამოსვლის მიზნებთან დაკავშირებით, რათა „ქართულ ოცნებას“ პროპაგანდის საშუალება არ მიეცეს.

ბოკუჩავას მოლოდინი აქვს, რომ მალე „ქართული ოცნების“ „არასერიოზული, ტყუილებზე აგებული პროპაგანდა საპნის ბუშტივით გასკდება“.

მისივე თქმით, ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ კომპლექსები აწუხებს.

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, იმ ტყუილების და პროპაგანდის შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებს. კერძოდ, თითქოს ამ დელეგაციამ, თუ კი მათ [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს] ხელი ჩამოართვა, ნიშნავს რაღაც აღიარებას. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და ჩვენ მოვუწოდეთ დელეგაციის წევრებს, რომ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთონ, მათ მანდატთან დაკავშირებით და იმ მიზანთან დაკავშირებითაც, რატომაც არიან დღეს საქართველოში.

გარდა ამისა, ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ივანიშვილის მიერ მძევლად აყვანილი, დაკავებული, ნაცემი ადამიანების შესახებ. აღნიშნულის შესახებ დეტალური, დოკუმენტური ინფორმაცია მივაწოდეთ, თავისი ვიდეო/ფოტო მასალით. მათ შორის, დეტალურად ვისაუბრეთ, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც დაჩქარებული წესით ე.წ. პარლამენტმა მიიღო”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო