აფხაზეთიდან დევნილებს ხელსაწყოები და წყლის საქაჩი ტუმბოები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილებს პირადად შეხვდა და მათგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საჭირო ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და წყლის საქაჩი ტუმბოები გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, სხვადასხვა სახის სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკური ინვენტარი თბილისში, დირსის კომპლექსის მე-13 კორპუსში და სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს.

„შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო აქტიურად შევძლოთ ჩვენი აფხაზეთელების მხარდაჭერა და მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მნიშვნელოვან შედეგებს გამოიტანს“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო