გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 დეკემბერს 06:00 საათიდან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო და მიმდებარე სოფლებში.

10:40 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს ზაჰესში.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში.

11:00 საათიდან 11:05 საათამდე აბონენტებს მცხეთაში: აღმაშენებლის, სააკაძის, მუხრანის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე და 18:00 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: თხინვალა, ზემო ლისი და მიმდებარე სოფლებში.

16:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: გუდაური, ციხისძირი, სეთურნი, დარიალი და მიმდებარე სოფლებში.

მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს