გია ვოლსკი - მოსახლეობის უმრავლესობა ბოლო 9 არჩევნებში ხმას "ქართულ ოცნებას" აძლევს, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებაში პროდასავლური და პროევროპული განწყობა მნიშვნელოვანწილად ნაკარნახევია პოლიტიკით, რაც ხელისუფლებას გააჩნია

საზოგადოების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამავე დროს, მოსახლეობის უმრავლესობა ბოლო ცხრა არჩევნების განმავლობაში ხმას "ქართულ ოცნებას" აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არსებული პროდასავლური და პროევროპული განწყობა მნიშვნელოვანწილად ნაკარნახევია იმ პოლიტიკით, რაც ხელისუფლებას გააჩნია , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში არსებული კონიუნქტურა უახლოეს პერიოდში შეიცვლება.

“საზოგადოების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამავე დროს, მოსახლეობის უმრავლესობა ბოლო ცხრა არჩევნების განმავლობაში ხმას "ქართულ ოცნებას" აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არსებული პროდასავლური და პროევროპული განწყობა მნიშვნელოვანწილად ნაკარნახევია იმ პოლიტიკით, რაც ხელისუფლებას გააჩნია. თუ ჩვეულებრივ არითმეტიკას გადავავლებთ თვალს, ადვილად შეგვიძლია, გავიანგარიშოთ, თუ ვის ეკუთვნის და ვისია ლომის წილი ამ განწყობების ევროინტეგრაციის საკითხების მიმართულებით”, - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ძალადობაზე, დაპირისპირებაზეა ორიენტირებული, რაც რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს.

“პროცესები, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, ორიენტირებულია დაძაბულობაზე, დაპირისპირებაზე, რაც რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს. ამ პროცესებში საქართველოს ჩართულობა მოთხოვნადია, თუმცა ქვეყნები არსებობენ, რომლებიც ამას სწორად აანალიზებენ და ისინიც არანაკლებ კრიტიკის ქვეშ არიან, თუნდაც ევროპულ პლატფორმებზე. ასე რომ, ჩვენი ინტერესია ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა. კარგად ნახეთ, თუ რა შეუძლია საქართველოს, როცა საერთაშორისო ასპარეზზე სამართლებრივი რესურსით იბრძვის. ქვეყანამ სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი დავა სულ ახლახან მოიგო”, - განაცხადა ვოლსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა