ნინო წილოსანი - ოპოზიცია გურულების მარშს მართავს, გავიხსენოთ არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში - ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის  მხარდაჭერა

დღეს ოპოზიცია გურულების მარშს მართავს, გავიხსენოთ არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში - ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და დღეს დაგეგმილ მარშს ეხმიანება.

წილოსანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგებს იხსენებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ გურიაში ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა.

“დღეს თურმე ოპოზიცია გურულების მარშს მართავს მოდით გავიხსენოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში:

ოზურგეთი- 64,7%, - 23,362 ხმა

ლანჩხუთი- 61 %, - 10,106 ხმა

ჩოხატაური- 67 % - 7,821 ხმა

ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა გურიაში”, - წერს წილოსანი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო