ნინო დოლიძე - ევროსაბჭოს დელეგაციასთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა რეაგირება უნდა მოჰყვეს ყველაფერს, რაც ვიხილეთ - ადამიანების უფლებების დარღვევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა

საქართველო არის ევროპის საბჭოს სახელმწიფო და, სწორედ ამიტომ, ისინი აქ არიან, რათა საქართველოში ადამიანის უფლებები დაიცვან - ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დოლიძის თქმით, საუბარი შეეხო იმ ზომებსაც, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს უნდა მოჰყვეს.

“ამ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ეს ვიზიტი არის განხორციელებული ახლა საქართველოში იმიტომ, რომ დღეს ქვეყანაში არის ასეთი მძიმე და კრიტიკული მდგომარეობა ადამიანის უფლებების მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ვიზიტიც ახლა ხორციელდება და შეხვედრის მთავარი თემაც, რა თქმა უნდა, იყო ადამიანის უფლებები.

საქართველო არის ევროპის საბჭოს სახელმწიფო და, სწორედ ამიტომ, ისინი აქ არიან, რათა საქართველოში ადამიანის უფლებები დაიცვან და ყველაზე მეტად ამაზე ვისაუბრე, თუმცა, რა თქმა უნდა, შეხვედრა შეეხო ქვეყანაში ზოგადად არსებულ პოლიტიკურ კონტექსტსაც და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა იქნება მიღებული და რა ზომები იმისათვის, რომ ადამიანები იყვნენ დაცულნი და ასევე, რა რეაგირება უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს, რაც უკვე ვიხილეთ - ადამიანების უფლებების დარღვევა, მათი წამება და არაადამიანური მოპყრობა და ასევე ვისაუბრეთ იმ კანონებზე, რომლის მიღებასაც თვითგამოცხადებული პარლამენტი ამ ეტაპზე ცდილობს, რადგან ეს კანონი მიმართულია კვლავ ადამიანის უფლებების შევიწროებისკენ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შევიწროებისკენ და ამ ნაწილში რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის, კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შეფასებები რა შეიძლება იყოს ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო