მარგუს ცაჰკნა - საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება

საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება , - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა გაერთიანებული სამეფოს მიერ ვახტანგ გომელაურისა და სხვა ძალოვნების დასანქცირებას.

“საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება” - წერს ცაჰკნა.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში“. დასანქცირებულებს შორის არიან: ვახტანგ გომელაური (შინაგან საქმეთა მინისტრი), ალექსანდრე დარახველიძე (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე), სულხან თამაზაშვილი (თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი), ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი) და მილერი ლაგაზაური (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე).

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს