მიხაილ როთი გაერთიანებული სამეფოს სანქციებზე - გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიბაძონ

გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიბაძონ გაერთიანებულ სამეფოს. ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და სხვა ძალოვანების დასანქცირებას.

“გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიბაძონ [გაერთიანებულ სამეფოს],” - წერს როთი.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში“. დასანქცირებულებს შორის არიან: ვახტანგ გომელაური (შინაგან საქმეთა მინისტრი), ალექსანდრე დარახველიძე (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე), სულხან თამაზაშვილი (თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი), ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი) და მილერი ლაგაზაური (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე).

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო