ლევან ხაბეიშვილი - უნდა იცოდნენ კახა კალაძემ და მისმა ბიზნესპარტიორმა წულაიამ -  არ გამოვა, ბიჭებო, აქ ხალხს თავპირი დაალეწოთ და ფლორიდაში ბიზნესი ააწყოთ, თქვენც სანქციების რიგში დგახართ

მინდა, საზოგადოებას ვუთხრა ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება დედაქალაქის მერს და მის ბიზნესპარტნიორ წულაიას, რომელიც აშშ-ში, უფრო კონკრეტულად, ფლორიდაში ცდილობს სამშენებლო ბიზნესის დარეგისტრირებას, საქართველოდან ნაძარცვი ქონების გადატანას , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, კალაძეც და წულაიაც სანქციების სამიზნეები არიან.

“მინდა, საზოგადოებას ვუთხრა ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება დედაქალაქის მერს და მის ბიზნესპარტნიორ წულაიას, რომელიც აშშ-ში, უფრო კონკრეტულად, ფლორიდაში ცდილობს სამშენებლო ბიზნესის დარეგისტრირებას, საქართველოდან ნაძარცვი ქონების გადატანას და უნდა იცოდნენ კახა კალაძემ და წულაიამ - არ გამოვა, ბიჭებო. აქ თქვენ თავპირი დაალეწოთ ქართველ ხალხს, აქ დემოკრატია და თავისუფლება მოკლათ, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ხელი მოაწეროთ, მერე გაძარცვოთ ქართველი ხალხი და ფლორიდაში ბიზნესი ააწყოთ, არ გამოვა! თქვენც ამ რიგში დგახართ, რასაც ჰქვია სანქციები” - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს