სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ლოზუნგით - “ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!” მარშს მართავენ

“ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!” - ამ ლოზუნგით “რუსთაველის მეტროდან” პარლამენტის მიმართულებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მარშს მართავენ.

მარშის დაწყებამდე შეკრებილებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომლითაც ითხოვენ აქციების დროს დაკავებული ექიმების: გიორგი ახობაძისა და ირაკლი ქერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

როგორც კლინიკა “ პირველის” ექიმმა, ბელა მეტრეველმა მიმდინარე მარშზე განაცხადა, ხელისუფლებას მოუწევს ხალხის ხმის გაგონება.

მისივე თქმით, ხელისუფლება მალე მიხვდება, რომ “ირგვლივ ხალხი შემოეცალა”.

“ძალა ერთობაშია! ყველა სპეციალობის ადამიანი, ვისაც საქართველოზე, თავის სამშობლოზე გული სტკივა გამოდის რუსთაველზე და თავის ხმას, თავის ნაბიჯს დგამს რუსთაველის გამზირზე. მე ვარ სამედიცინო სამსახურის თადარიგის ოფიცერი, მე მინახავს სიკვდილის ძალიან დიდი კონვეიერი, მაგრამ რაც ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე, როდესაც ჩვენი პოლიცია ადამიანებს მხეცურად უსწორდებოდა - პატარა ბიჭებს, გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოს სიყვარული ამოძრავებთ, რომლებსაც არ უნდოდათ რუსეთში უკან წასვლა, რომლებსაც უნდა ევროპული ინტეგრაცია - როგორ შეიძლება აქ არ მოვიდეთ?! როგორ შეიძლება არ ვიყოთ ირაკლისა და გიორგის გვერდით, როგორ შეიძლება ნაცემი და გაუბედურებული ექიმები ციხეში ჩასვან?! რისი გულისთვის? იმიტომ, რომ საქართველო უყვართ?

ხელისუფლებას მოუწევს ხალხის ხმა გაიგონოს. ის მიხვდება, რომ ირგვლივ ხალხი შემოეცალა. ის ადამიანებიც კი, რომლებიც მათ ხმას აძლევდნენ, თანდათან შემოეცალნენ”,- განაცხადა ბელა მეტრეველმა.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო