19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ლონდა თოლორაია - დაკავებულთა 70% ამბობს, რომ გახდნენ არაადამიანური მოპყრობის, რიგ შემთხვევაში კი წამების მსხვერპლი, ასევე, ჰპარავენ ნივთებს, ემუქრებიან გაუპატიურებით, რასაც ემატება შეურაცხმყოფელი მოქმედებების მოთხოვნა და გადაღება

დაკავებულია 400-ზე მეტი პირი, აქედან 70% ამბობს, რომ არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ, რიგ შემთხვევაში კი წამების - შსს-ს წინასწარი გარანტიები აქვს მიღებული, რომ შეუძლიათ ჩაიდინონ ყველაფერი და ამათზე პასუხს არავინ მოსთხოვს , - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა და საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტთა დაკავებაზე ისაუბრა.

როგორც ლონდა თოლორაიამ განმარტა, უმოქმედოები არიან ის უწყებები, რომლებიც რეაგირებას უნდა ახდენდნენ მსგავს ფაქტებზე. მისი თქმით, სრულიად მდუმარე პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

ლონდა თოლორაიამ დაკავებული პირების მონაყოლიც გაიხსნეა და აღნიშნა, რომ ისტორიები იდენტურია, მიუხედავდ იმისა, რომ დაკავებულები ერთმანეთსაც არ კი იცნობდნენ.

„დაკავებულია 400-ზე მეტი პირი, აქედან 70% ამბობს, რომ გახდნენ არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი, რიგ შემთხვევაში კი წამების. ეს ადამიანები ჰყვებიან იდენტურ ისტორიებს, თუ როგორ ხდება მათი დაკავება, დაზიანებების მიყენება, სად ხდება მათი განთავსება. ერთი და იგივე ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო საშუალებებში აჰყავთ, ამ სატრანსპორტო საშუალებებს არ აქვს სავარძელი, რათა უფრო მარტივი იყოს მათი მოხელთება. ჰპარავენ ნივთებს, რომელსაც ვერ იყენებენ. ემუქრებიან გაუპატიურებით, სხვადასხვა ორგანოების მოტეხით და ასე შემდეგ. ერთი და იგივეა დაზიანების მიყენების მიდამოები. ამ ყველაფერს ემატება გადაღება, მათთვის შეურაცხმყოფელი მოქმედებების განხორციელების მოთხოვნა. ეს დაკავებულები არიან ადამიანები, რომელთა უმრავლესობაც ერთმანეთს არ იცნობს და ისტორიები იდენტურია.

შეუძლებელია ყველა სამართალდამცავები დამოუკიდებლად იღებდეს ასეთ გადაწყვეტილებებს. ეს რომ ყოფილიყო ერთი ან რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ მომხდარიყო ერთ დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი შემთხვევაა განგრძობადი. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ყველაფერს უყურებდეს მენეჯმენტი, ერთ დღეს ასეთი ამბავი ხდება და ეს ყველაფერი ამდენი დღე გრძელდებოდეს? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი ხორციელდებოდეს მათი ჩარევის და მითითების გარეშე?! წარმოუდგენელია. ამას ემატება ის, რომ უმოქმედოები არიან ის უწყებები, რომლებიც რეაგირებას უნდა ახდენდნენ. ჩვენ რა ვნახეთ? სრულიად მდუმარე პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური, 4-6 დღის შემდეგ პირველად ამოიღეს ხმა, რომ გამოძიება დაიწყეს. ბუნდოვანი განცხადება იყო, არასწორი კვალიფიკაცია, მუხლი, რომელიც ამ საქმეებს მიენიჭა. ეს საგამოძიებო უწყებები სხედან და ტელევიზორში უყურებენ განგრძობადად ყოველდღე როგორ ხდება ადამიანების მიმართ არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა, რიგ შემთხვევაში წამება. რა თქმა უნდა, ეს არის კოორდინირებული. შსს-ს წინასწარი გარანტიები აქვს მიღებული, რომ შეუძლიათ ჩაიდინონ ყველაფერი და ამათზე პასუხს არავინ მოსთხოვს“,-აღნიშნა თოლორაიამ და განმარტა, რომ „ამ ხელისუფლებას პოლიცია არ უყვარს, ეს ხელისუფლება პოლიციას პატივს არ სცემს“.

გარდა ამისა, მან იმ „არაფორმალურ დაჯგუფებებზეც“ ისაუბრა, რომლებიც ქუჩებსა და მეტროსადგურებში ნიღბებით გადაადგილდებიან.

როგორც თოლორაიამ განმარტა, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ მათ უკან ხელისუფლება დგას.

„რაც შეეხება არაფორმალურ დაჯგუფებებს, რომელთაც ჩვენ ვხედავთ. ის რომ ამის უკან დგას ხელისუფლება ეს ეჭვს აღარ იწვევს. პირველი: არაფორმალურ ჯგუფები თავდასხმებს ძირითადად ახორციელებენ ადგილებში, სადაც შორიახლოს პოლიცია იმყოფება. ვნახეთ, შემთხვევა, როცა პოლიცია ამ ყველაფერს უყურებდა. მძიმე სანახავი იყო, როდესაც პოლიციას პრეტენზიას უყენებდნენ: „ხედავდი და არ მიშველე“.

მოდი დავუშვათ 1%-ით დავუშვათ ის ნარატივი, რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ არ ვართ ამ ჯგუფების უკან, სხვა დგას. კრიმინოგენური ვითარება როგორ გაგექცა, რომ ამდენი არაფორმალური ჯგუფი დადის და სამართალდამცავი ორგანოების გვერდის ავლით ასეთ რაღაცას აკეთებენ?!

საინტერესო იყო ის, რომ ეს არაფორმალური პირები, რომლებიც მეტროში დანაშაულს ჩადიოდნენ, გირაოთი გამოუშვეს. გირაოთი ამ პირების გამოშვება არ შეიძლებოდა. პროკურატურას პატიმრობაც კი არ მოუთხოვია. მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეების დაკავებაზე, ბრალზე, აღმკვეთზე ინფორმაციის გავრცელებას ვერავინ ასწრებს საგამოძიებო ორგანოებს. ამ ფაქტზე ინფორმაცია არ დადებულა რა მუხლით მისცეს პასუხისგებაში, რატომ დააკავეს. ეს მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ლოიალური პოლიტიკა აქვს მათ მიმართ. როდესაც ქვეყანაში უდიდესი პრობლემა დადგა არაფორმალური დაჯგუფებების და გირაოთი უშვებ გარეთ, ფაქტობრივად ამ არაფორმალურ ჯგუფებს ახალისებს. ამ ჯგუფების უკან ხელისუფლება რომ არ იდგეს, ვინმე ამათ გარეთ გამოუშვებდა?! ყველა ნიშანი მიდის ხელისუფლებამდე“, - აღნიშნა თოლორაიამ.

ამასთან, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა. როგორც თოლორაიამ განმარტა, ამ სანქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, პრევენციული გავლენა სხვებისთვის, რომ ხვალ შემდეგი შეიძლება ის იყოს.

„რაც არ უნდა გვეძახონ ტელევიზიებიდან, რომ ეს არაფერს ნიშნავს და ასე შემდეგ, აუცილებლად ეს მათთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ამ სანქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, პრევენციული გავლენა სხვებისთვის, რომ ხვალ შეიძლება შემდეგი მე ვიყო. ამ სანქციებს დიდი ზეგავლენა აქვთ ამ ადამიანებსა და სხვებზეც“, - აღნიშნა თოლორაიამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის