აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტი ჩავარდა, რომელსაც ქვეყნისთვის ე.წ. „შათდაუნი“ უნდა აეცილებინა თავს

დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი დაფინანსების კანონპროექტი, რომელსაც ქვეყნისთვის მთავრობის დახურვა - ე.წ. „შათდაუნი“ - უნდა აეცილებინა თავს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ჩავარდა, რადგან ათობით „რესპუბლიკელმა“ მას მხარი არ დაუჭირა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კენჭისყრამ გამოაჩინა ტრამპის „რესპუბლიკურ პარტიაში“ არსებული განხეთქილება, რომელმაც, შესაძლოა, კვლავ იჩინოს თავი მომავალ წელს, როდესაც ისინი თეთრ სახლს და კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებენ.

კონგრესმა ადრე მიაღწია ორპარტიულ შეთანხმებას, მაგრამ არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მილიარდერმა ილონ მასკმა ზეწოლა მოახდინეს რესპუბლიკელებზე, რომ უარი ეთქვათ შეთანხმებაზე და ახალი შეექმნათ. პარტიის მარჯვენა ფლანგის წევრებმა უარი თქვეს მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის, რომელიც, მათი შეფასებით, ხარჯებს გაზრდიდა და ფედერალური მთავრობის ვალს ტრილიონობით დოლარით გაზრდიდა.

კანონპროექტს მხარი 174-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ის წინააღმდეგ კი 235 წავიდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია