უკრაინის სახელმწიფო რეესტრზე კიბერშეტევა განხორციელდა - იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო და ერთიანი რეესტრის სისტემის მუშაობა დროებით შეჩერებულია

უკრაინის სახელმწიფო რეესტრის სისტემამ ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი კიბერშეტევა განიცადა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად იუსტიციის სამინისტროს ძირითადი სისტემების მუშაობა დროებით შეჩერდა. ჰაკერებმა განაცხადეს, რომ მათ გაანადგურეს ყველა მონაცემი, რომელზეც წვდომა ჰქონდათ, მათ შორის სარეზერვო ასლები სერვერებზე პოლონეთში.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, კიბერშეტევამ გამოიწვია უკრაინის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ერთიანი და სახელმწიფო რეესტრის მუშაობის დროებითი შეწყვეტა. დადგინდა, რომ თავდასხმა რუსი ჰაკერების მიერ იყო ორგანიზებული, რომლების მიზანი ძირითადი სამთავრობო სერვისების ფუნქციონირების მოშლა იყო.

ოლგა სტეფანიშინას ინფორმაციით, სისტემის აღსადგენად მუშაობა მიმდინარეობს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო